პროექტის
მთავარი თემა: კონტრკულტურა
არის გაბატონებულ კულტურასთან დაპირისპირებული კულტურა, რომელიც აყალიბებს ამ კულტურისგან
საწინააღმდეგო ფასეულობებსა და ნორმებს.
პროექტის მთავარი თემა იქნება, შევისწავლოთ საკითხი,
დავადგინოთ რამდენად შეიმჩნევა“ჯინსების თაობა-ში“ კონტრკულტურული ელემენტები და მოახდინა
თუ არა მოვლენამ, ნაწარმოებმა, რევულუციური ცვლილებები ჩვენს კულტურაში, მოხდა თუ არა
არსებული ღირებულებების გადაფასება.
პროექტის
აქტუალობა: საკითხი აქტუალურია,
რადგან საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ცოცხალი პროცესების ერთობლიობაა, ის
მუდმივი განვითარების რეჟიმში მიმდინარეობს, კულტურის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გარკვეული
პროცესები მეორდება. მაგალითად, არსებობს,
მოსაზრება, რომ ანტიკურ საბერძნეთში სოფისტების სკოლა შესაძლოა სწორედ კონტრკულტურულ
მოვლენად ვაღიაროთ, მაშინ, როცა ტერმინ კონტრკულტურას
და მოვლენას არ იცნობდნენ.
შესაბამისად
აუცილებელია ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებმა მოვახდინოთ გარკვეული პროცესების ანალიზი.
ჩავატაროთ შემეცნებითი კვლევა, კარგად შევისწავლოთ ჩვენი საზოგადოება, გავეცნოთ კულტურას
და მასში მიმდინარე პროცესებს, ამოვიცნოთ და
სწორად შევაფასოთ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.
პროექტის
სასწავლო მიზნები: კვლევითი უნარების გამომუშავება
მოსწავლეებში;
შეფასების
და ანალიზის უნარის გამომუშავება, არგუმენტების და კონტრარგუმენტების საფუძველზე მიღებული
ინფორმაციების დამუშავება;
მონაწილეთა
ასაკი: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, 16 წლის მოზარდები.
მოსალოდნელი
შედეგი, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ატარებენ მინი-კვლევას ჩაღრმავებული ინტერვიუს
მეთოდით. პირადად ეცნობიან არტფაქტებს, შესაძლებელია პასუხები გაეცეს პროექტის მსვლელობის
დროს გაჩენილ კითხვებს, შესაძლოა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ გარკვეულ რეკომენდაციებამდე.
პროექტისთვის
საჭირო რესურსები: ისტ.ტექნოლოგიები,
თეატრის, კინოს ბილეთები. სახელმძღვანელოები, ადამიანური რესურსი.
.jpg)
.jpg)
.jpg)
საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, შესაბამისი ეპოქის პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმოხილვის
მიზნით, ისტორიული პროცესების გაცნობა.
პროექტის ხელმძღვანელი: მირანდა კაპანაძე
ელ ფოსტა: kapanadzemiranda01@gmail.com
No comments:
Post a Comment