პროექტის სახელწოდება: არის თუ არა კონტრკულტურული ელემენტები ნაწარმოებში
„ჯინსების თაობა“?
პროექტის
მთავარი თემა: კონტრკულტურა
არის გაბატონებულ კულტურასთან დაპირისპირებული კულტურა, რომელიც აყალიბებს ამ კულტურისგან
საწინააღმდეგო ფასეულობებსა და ნორმებს.
პროექტის მთავარი თემა იქნება, შევისწავლოთ საკითხი,
დავადგინოთ რამდენად შეიმჩნევა“ჯინსების თაობა-ში“ კონტრკულტურული ელემენტები და მოახდინა
თუ არა მოვლენამ, ნაწარმოებმა, რევულუციური ცვლილებები ჩვენს კულტურაში, მოხდა თუ არა
არსებული ღირებულებების გადაფასება.
პროექტის
აქტუალობა: საკითხი აქტუალურია,
რადგან საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ცოცხალი პროცესების ერთობლიობაა, ის
მუდმივი განვითარების რეჟიმში მიმდინარეობს, კულტურის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გარკვეული
პროცესები მეორდება. მაგალითად, არსებობს,
მოსაზრება, რომ ანტიკურ საბერძნეთში სოფისტების სკოლა შესაძლოა სწორედ კონტრკულტურულ
მოვლენად ვაღიაროთ, მაშინ, როცა ტერმინ კონტრკულტურას
და მოვლენას არ იცნობდნენ.
შესაბამისად
აუცილებელია ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებმა მოვახდინოთ გარკვეული პროცესების ანალიზი.
ჩავატაროთ შემეცნებითი კვლევა, კარგად შევისწავლოთ ჩვენი საზოგადოება, გავეცნოთ კულტურას
და მასში მიმდინარე პროცესებს, ამოვიცნოთ და
სწორად შევაფასოთ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.
პროექტის
სასწავლო მიზნები: კვლევითი უნარების გამომუშავება
მოსწავლეებში;
შეფასების
და ანალიზის უნარის გამომუშავება, არგუმენტების და კონტრარგუმენტების საფუძველზე მიღებული
ინფორმაციების დამუშავება;
მონაწილეთა
ასაკი: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, 16 წლის მოზარდები.
მოსალოდნელი
შედეგი, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ატარებენ მინი-კვლევას ჩაღრმავებული ინტერვიუს
მეთოდით. პირადად ეცნობიან არტფაქტებს, შესაძლებელია პასუხები გაეცეს პროექტის მსვლელობის
დროს გაჩენილ კითხვებს, შესაძლოა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ გარკვეულ რეკომენდაციებამდე.
პროექტისთვის
საჭირო რესურსები: ისტ.ტექნოლოგიები,
თეატრის, კინოს ბილეთები. სახელმძღვანელოები, ადამიანური რესურსი.
პროექტის
მსვლელობა, აღწერა: მოსწავლეები
კარგად შეისწავლიან თემას-კონტრკულტურა, გაეცნობიან ისტორიულ მოვლენებს, 1960-იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობის ნიუანსებს,
ე.წ. მამების და შვილების დაპირისპირების მასშტაბებს სადაც პროტესტი გამოხატულია სხვადასხვა
შემოქმედებითი ფორმით (პაციფისტების, ჰიპების, როკ ჯგუფების მოძრაობა). „შვილები“ მშობლიური
კულტურისგან განსხვავებული იდეალების დასამკვიდრებლად იბრძვიან და პროცესი მთავრდება
კულტურაში რევოლუციით ახალი იდეების დამკვიდრებით , ღირებულებების გადაფასებით.
ამ კონტექსტში საქართველოს, როგორც მსოფლიო პროცესების
მონაწილეს, განიხილავენ და შეაგროვებენ მონაცემებს. დეტალების გამოკვეთის შემდეგ, კონტრკულტურული
ფაქტების ანალიზის შემდეგ „ეცნობიან ნაწარმოებს „ჯინსების თაობა“( სპექტაკლის ნახვა,
ტექსტზე მუშაობა) თუ იქნება შესაძლებელი, მოსწავლეები მინი-კვლევის ფარლებში, გააკეთებენ
ისტორიული პირების ინტერვიუირებას, ამით ისინი უშუალოდ გაეცნობიან ფაქტებს, რაც სწორი
დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემთ.
საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, შესაბამისი ეპოქის პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმოხილვის
მიზნით, ისტორიული პროცესების გაცნობა.
პროექტის ხელმძღვანელი: მირანდა კაპანაძე
ელ ფოსტა: kapanadzemiranda01@gmail.com